მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები

ბათუმის მასწავლებლის სახლში გრძელდება მასწავლებელთა  კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსები, რომელთაგან უმრავლესობა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე გადმოცემულია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან.
ხოლო I-IV კლასების მასწავლებელთა ინტეგრირებული ტრენინგ-კურსი კი შემუშავებულია  ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერთა მიერ.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებელთა  კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე. 
ტრენინგებს ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. 
ამ ეტაპზე  დაიგეგმა შემდეგი ტრენინგები: 
ბათუმი: ინტეგრირებული ტრენინგი განათლების დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) პედაგოგებისათვის - ტრენ. ნ. მალაზონია/ნ. ვაშალომიძე; ინტეგრირებული ტრენინგი განათლების დაწყებითი საფეხურის (1-4 კლ.) პედაგოგებისათვის - ტრენ. მ. სალაძე /დ. თურმანიძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის მათემატიკაში (VII-XII კლ.) - ტრენ, თ. კუჭავა.
ქობულეთი: პროფესიული უნარები: „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება“-ტრენ. ნ. ფხალაძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის დაწყებითი საფეხურის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI კლ.) - ტრენ. ხ. ღაღანიძე; ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ინგლისურ ენაში - ტრენ. დ. აბურჯანია.
შუახევი: ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ქართულ  ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლ.) - ტრენ, ნ. თავდგირიძე;  ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ისტორიაში (VII-XII კლ.) - ტრენ, ნ. იმედაიშვილი.
ქედა: პროფესიული უნარები: „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა, შეფასება“, ტრენ. მ. გორგოშიძე.
ბათუმსა და ქობულეთში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს ახორციელებენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები - თინათინ ციცხვაია და ხატია ბერიძე. 
საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.