მასწავლებელთა კომპეტენციის ტრენინგები ბათუმის მასწავლებლის სახლში

ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს მასწავლებელთა  კომპეტენციის დადასტურების ტრენინგ-კურსებს, რომელსაც ატარებენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები. 
ამ ეტაპისათვის (27.06 - 29.06, 2018 წ.)  ბათუმის მასწავლებლის სახლში   დაიგეგმა  შემდეგი ტრენინგები: 
- ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ბუნებისმეტყველებაში, ტრენერი თამილა თალაკვაძე; 
- ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის გეოგრაფიაში, ტრენერი ლუიზა რევიშვილი.
- ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის სამოქალაქო განათლებაში, ტრენერი ნინო ტავლალაშვილი.
 
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებელთა  კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა: დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე.
 
ბათუმში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ და მონაწილე პედაგოგებს გაესაუბრნენ: აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის  დირექტორი - ტარიელ ებრალიძე და დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
მონიტორინგს მუდმივად ახორციელებენ: მონიტორინგის სპეციალისტი - ნათია ბჟალავა და ბათუმის მასწავლებლის სახლის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორები. 
საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება ბათუმსა და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.