შეხვედრა ბათუმის მასწავლებლის სახლში

2018 წლის 13 ივლისს აჭარის განათლები ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ჩატარდა შეხვედრა უცხოეთში (ქ. ვარშავაში) საბუნებისმეტყველო საგანთა  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსში გამარჯვებულ პედაგოგებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის განათლები ფონდის (ბათუმის მასწავლებლის სახლის) დირექტორი - ტარიელ ებრალიძე; დირექტორის მოდგილე - ლალი ლომთათიძე, ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის გიორგი ბენაშვილი, ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორები და საბუნებისმეტყველო საგანთა  მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის ოთხ საგნობრივ მიმართულებაში გამარჯვებული პედაგოგები.
შეხვედრაზე განიხილეს უცხოეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხები. 
ტარიელ ებრალიძე მიესალმა კონკურსში გამარჯვებულებს და უსურვა მათ წარმატებული ვიზიტი პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 
გიორგი ბენაშვილმა შეხვედრაში მონაწილეებს გააცნო ორგანიზაციის მიზნები და ისაუბრა გაწეული საქმიანობის შესახებ.
ევროპული საგანმანათლებლო ცენტრი არის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, რომელმაც მიმდინარე წლის 16-21 სექტემბერს უნდა განახორციელოს  პოლონეთში, ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა (Copernicus Science Centre) და ფონდში - "სკოლა კლასთან" (School with Class Foundation) საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება. 
პედაგოგებმა ისაუბრეს თავიანთ მოლოდინებზე, რომელიც პოლონეთის აღნიშნულ ცენტრებში ვიზიტს უკავშირდება.