უცხოეთში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგანთა მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება

კონკურსში მონაწილე კანდიდატების საყურადღებოდ!!!
ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის (ბათუმის მასწავლებელთა სახლის) მიერ გამოცხადებული უცხოეთში (ქ. ვროცლავში) საზოგადოებრივი მეცნიერებების საგანთა მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება ჩატარდება 2019 წლის 9 და 10 მარტს ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად.
კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კონკურსის შედეგად შეირჩევა: 3 ისტორიის, 3 გეოგრაფიისა და 3 სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
უცხოეთში სტაჟირების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები უნდა გამოცხადდნენ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა #121, სართული 1, აუდიტორია 2, ინდივიდუალურ განრიგში მოცემული ინფორმაციის (თარიღი, დრო) მიხედვით.
კანდიდატი, რომელიც არ გამოცხადდება დადგენილ დროს, მოიხსნება შესარჩევი კონკურსიდან!!!
კონკურსის მე-2 ეტაპის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულის საშუალებით...