ვროცლავში სტაჟირების კონკურსის გამარჯვებულები

2019 წლის 2 და 3 მარტს ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა უცხოეთში (ქ. ვროცლავში) საზოგადოებრივი მიმართულების საგანთა მასწავლებლების სტაჟირების კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.
გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება ქონდა იმ 33 კანდიდატს, რომლებმაც გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კანდიდატების შეფასების თემატიკა და კრიტერიუმები წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე.
საკონკურსო გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ირაკლი თავბერიძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე; მაია ბლიაძე - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის კონსულტანტი; ნინო გვარამაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტი; კახაბერ ჩაკვეტაძე - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ისტორიაში გარე დაკვირვების ექსპერტი; მაია დოლიძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი; გიული მიქელაძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.
გასაუბრების კომპეტენტურად და ობიექტურად ჩატარების მიზნით, დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდნენ ორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალიდან და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიდან.
კონკურსის მეორე ეტაპზე სამ საგნობრივ მიმართულებაში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებული:
სამოქალაქო განათლება:
- ინგა მოსიძე (ხელვაჩაურის სსიპ სალიბაურის №1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)
- ნაზი კოჩალიძე (ქობულეთის სსიპ ციხისძირის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)
- გიორგი უღრელიძე (ქობულეთის სსიპ N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი)
გეოგრაფია:
- ლუიზა რევიშვილი (სსიპ ბათუმის N5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი)
- მზია მხატვარი (სსიპ ბათუმის N7 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი)
- გულნარა გუნდაძე (სსიპ ბათუმის N9 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი)
ისტორია:
- ნინო ბეჟანიძე (ქობულეთის სსიპ N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი)
- ნიკოლოზ იმედაიშვილი (სსიპ ბათუმის №9 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი)
- მადონა გოგიტიძე (ქობულეთის სსიპ N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი)
პოლონეთში, ქვემო სილეზიის მასწავლებელთა მომზადების ცენტრში (ქ. ვროცლავი) საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულების საგანთა მასწავლებლების ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება მიმდინარე წლის 9-16 აპრილს. მათი სტაჟირების სრული დაფინანსება განხორციელდება ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდისა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) და მიმღები პოლონური მხარის მიერ.