საზოგადოებრივი მიმართულების პედაგოგთა პოლონეთში სტაჟირება დასრულდა

2019 წლის 9-16 აპრილს პოლონეთში, ქვემო სილეზიაში განხორციელდა აჭარის საჯარო სკოლების საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების სასწავლო ვიზიტი ვროცლავის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში. 
მასწავლებელთა ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის - ინგა შამილიშვილის ოფიციალური ვიზიტი ქვემო სილეზიის სავოევოდოში. 12 აპრილს მინისტრი და ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალი ეწვიენ ვროცლავის მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრს და აჭარის მასწავლებელთა სტაჟირების პროცესს გაეცნენ. 
სულ სტაჟირებაში მონაწილეობა მიიღო 9 კონკურსანტმა, რომლებმაც  წარმატებით გაიარეს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის შესარჩევი კონკურსი.
სამოქალაქო განათლება: ინგა მოსიძე (ხელვაჩაურის სსიპ სალიბაურის №1 საჯარო სკოლა); ნაზი კოჩალიძე (ქობულეთის სსიპ ციხისძირის საჯარო სკოლა); გიორგი უღრელიძე (ქობულეთის სსიპ N5 საჯარო სკოლა) 
გეოგრაფია: ლუიზა რევიშვილი (სსიპ ბათუმის N5 საჯარო სკოლა); მზია მხატვარი (სსიპ ბათუმის N7 საჯარო სკოლა); გულნარა გუნდაძე (სსიპ ბათუმის N9 საჯარო სკოლა)
ისტორია: ნინო ბეჟანიძე (ქობულეთის სსიპ N1 საჯარო სკოლა); ნიკოლოზ იმედაიშვილი (სსიპ ბათუმის №9 საჯარო სკოლა); დალი დიასამიძე (სსიპ ბათუმის N23 საჯარო სკოლა).
მასწავლებელთა სტაჟირების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის  დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. ჯგუფს ასევე ახლდა ბათუმის მასწავლებლის სახლის  საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის კოორდინატორი - გიული მიქელაძე.
სასწავლო ვიზიტის პროგრამა მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: 
- 10 აპრილი -  ვიზიტი ვროცლავის მასწ პროფესიული განვითარების  ცენტრში/ცენტრის დათვალირება-ადმინისტრაციასთან შეხვედრა/ ტრენინგის მოსმენა (სოციალური მეცნიერებების სწავლების ზოგადი მეთოდიკა; ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიული მეთოდიკა)
- 11 აპრილი -  ტრენინგები ცენტრში; (გაკვეთილის დაგეგმვა საგნებში; ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილებზე);  საქართველოსა და პოლონეთის შესახებ მოსწავლეთა ესეების კონკურსის საზეიმო შეჯამება/დაჯილდოება
- 12 აპრილი - ვიზიტი ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტში; შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან; ექსკურსია ვროცლავის უნივერსიტეტის ისტორიულ კორპუსში
- 13 აპრილი - კულტურული პროგრამა (ექსკურსიები ქალაქში: წყლის მუზეუმი- ჰიდროპოლისი/ ისტორიის მუზეუმი - ზაიეზდნია)
- 14 აპრილი - კულტურული პროგრამა (ექსკურსია ქალაქგარეთ, ქსიონჯის ციხე-კოშკი)
- 15 აპრილი - ვიზიტი პოლონურ სკოლაში (ვროცლავის N13 სპეციალიზირებული სკოლა უსინათლო და მცირედ მხედველი ბავშვებისათვის; გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე დასწრება, შეხვედრა პედაგოგებთან); სერტიფიკატების საზეიმო გადაცემა.
 
ვროცლავში მასწავლებელთა სტაჟირების სრული დაფინანსება  განახორციელა  ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) და მიმღებმა პოლონურმა მხარემ.