ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის „ასპიროზი“ შემაჯამებელი შეხვედრა

2019 წლის 11 ივნისს სსიპ ჯემალ ქათამაძის სახელობის  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხისძირის საჯარო სკოლაში კლუბის ჩატარდა  ახალგაზრდა  მკვლევართა კლუბის „ასპიროზი“ შემაჯამებელი   სამუშაო  შეხვედრა: კლუბის  მუშაობის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება,  შეჯამება და ანგარიში.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, საბუნებისმეტყველო საგნების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია, მეურვემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის სკოლის დირექტორი - რამინ ხინიკაძე, მასწავლებლები და მოსწავლეები.
კლუბის მეურვემ, სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანმა მასწავლებელმა დალი თურმანიძემ გააკეთა პრეზენტაცია კლუბის შექმნის მიზნისა და ამოცანების  შესახებ. კლუბის შეიქმნა 2018 წელს, მას შემდეგ რაც თავად მეურვე პოლონეთში,  ვარშავის კოპერნიკის  სამეცნიერო  ცენტრსა  და ფონდში "სკოლა კლასთან"   მასწავლებლების  ერთკვირიანი  სტაჟირებიდან დაბრუნდა. 2018 წლის ოქტომბერში სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა  ახალგაზარდა  მკვლევართა სასკოლო კლუბი „ასპიროზი“.  
საკლუბო მუშაობის მიზანია:  თანამედროვე ინოვაციების ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ  საკითხთან  თუ  პრობლემასთან  დაკავშირებით; ინოვაციური  განათლებისთვის  მზაობის  დემონსტრირება; შემოქმედებითი იდეების  პრაქტიკული  გამოცდა  ინოვაციურ სფეროში; ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე  წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის;  სხვადასხვა ჯგუფთან  ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება.
კლუბი „ასპიროზის“ წევრებმა  გამოხატეს ემოცია  და შთაბეჭდილებები კლუბის ერთწლიანი მუშაობის შესახებ. ჩაატარეს მხიარული შესვენება-ფლეშმობი „ხელის დაბანის იმიტაცია“. 
შემდეგ კლუბის მონაწილეებმა ჯგუფებში წარმოადგინეს პრაქტიკულად საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტები, სადაც ჩართული იყო ჯგუფის ყველა წევრი.: „ნახშირორჟანგის მიღება“, „კვერცხი ბოთლში“, „ბუშტი პლასტმასის ბოთლში“, ექსერიმენტი-„ქიმიური იო-იო“.
დასასრულს, კლუბის ყველა წევრს სერტიფიკატები გადაეცათ.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს კლუბის წევრებსა და მეურვეს გაწეული საქმიანობისათვის და წარმატებები უსურვეს მომავალში.