ტრენინგები ხელოვნების პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის

2019 წლის ბათუმის მასწავლებლის სახლში 8-9, 12 ივლისს და 15 – 17 ივლისს მუსიკის მასწავლებელთა ორი ჯგუფისათვის დაიგეგმა და ჩატარდა:  „მოკლე კურსი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკოსი და მაძიებელი მასწავლებლისთვის  “; ტრენერი - ხათუნა ლომაძე.
ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას. ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელებმა დაადგინეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი. მათ ასევე დახვეწეს ტესტის შევსების ტექნიკა, შეძლეს საგნობრივი ცოდნის მობილიზება.
ტრენინგის ბოლო დღეს მსმენელებმა კომპიუტერთან შეასრულეს გამოცდებისა და შეფასების ვებ-გვერდზე განთავსებული მასწავლებლის კომპტენციის დადასტურების ტესტის რამოდენიმე დავალება. 
ტრენინგ-პროგრამის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 3 საკონტაქტო დღე; ჯამში 16 საათი.
ბათუმის მასწავლებლის სახლში ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
ტრენინგებზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა - დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე. ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის.