საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა ვარშავაში სტაჟირება დასრულდა

2019 წლის 22-28 სექტემბერს პოლონეთში განხორციელდა აჭარის საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების სასწავლო ვიზიტი ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა (Copernicus Science Centre) და ფონდში - "სკოლა კლასთან" (School with Class Foundation).
მასში სტაჟირებაში მონაწილეობა მიიღო 12 კონკურსანტმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის შესარჩევი კონკურსი.
ბიოლოგია: ნინო ქათამაძე( ბათუმის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი); ნონა ქორიძე (ბათუმის N5 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი); მაგდანა ხაბაძე (ბათუმის №18 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი);
ბუნებისმეტყველება: დალი თებიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი); ნინო მალაზონია (ბათუმის N5 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი); თამარ კონცელიძე (სსიპ ბათუმის №4 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი);
ფიზიკა: მერაბ დიასამიძე (ქედის სსიპ მახუნცეთის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); მზევინარ იმედაშვილი (სსიპ ბათუმის №2 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი); მარინე ხოზრევანიძე (ბათუმის N9 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი);
ქიმია: თამარა ბერიძე (ხელვაჩაურის სსიპ ფერიის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი); ნაირა ჯაყელი (ხელვაჩაურის სსიპ ჭარნალის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი);რუსუდან შავაძე(ბათუმის N6 საჯარო სკოლა).
მასწავლებელთა სტაჟირების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო აჭარის განათლების ფონდის, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორი - ირაკლი თავბერიძე, ხოლო ჯგუფის კოორდინატორი - ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი თიანთინ ციცხვაია.
სასწავლო ვიზიტის პროგრამა მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
- 23 სექტემბერი: ფონდი სკოლა კლასის პრეზენტაცია. ფონდი სკოლა კლასის ვორქშოპი. ფონდი სკოლა კლასის ვორქშოპის სწავლების ახალი მეთოდები.
- 24 სექტემბერი: პოლონურ სკოლაში ვიზიტი. პოლონელ მასწავლებლებთან შეხვედრა დისკუსია, პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. ვიზიტი პოლონურ ამერიკულ ფონდი თავისუფლება.
- 25 სექტემბერი: კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის VIP მონახულება; ვორქშოპი ESERO. ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების პრეზენტაცია, ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მონახულება.
- 26 სექტემბერი: ცენტრალური ტქნოლოგიის სახლში ვიზიტი, ვორქშოპი, კოპერნიკის ცენტრის სპეციალური ვიზიტი ბიოლოგიის ლაბორატორიაში, კოპერნიკის ცენტრის გამოფენის მონახულება.
- 27 სექტემბერი: ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ვორქშოპი, ექსპერიმენტები-პრაქტიკული სავარჯიშოები.
- 28 სექტემბერი: ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები 21-ე საუკუნის განათლება - ვორქშოპი, ექსპერიმენტები-პრაქტიკული სავარჯიშოები.
აჭარის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო მიმართულების მასწავლებელთა ვარშავაში სტაჟირება სრულად დააფინანსა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი).