გრძელდება დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობის ტრენინგი

სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდა, მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა – შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა. ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი ერთმანეთისაგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამიტომ, დამრიგებლის ფუნქციაა მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა.
2019 წლის 2-3 ნოემბერს, ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა  ტრენინგ-კურსი - “დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობა”. კურსი მოიცავს 10 საკონტაქტო და 5 არასაკონტაქტო საათს (ორი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) 
ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერები: მარიზა აბაშიძე და ნათია თავდგირიძე.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: კლასის დამრიგებლის უფლება-მოვალეობები; სადამრიგებლო პროგრამის წარმოების წესი; კლას-საათის დაგეგმვა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ექსკურსიების მოწყობის წესი; მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესი; ელექტრონული (efllow) დოკუმენტბრუნვის წესი. მოდული ასევე ითვალისწინებს საკითხავ მასალას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მონაწილეთათვის.
ბათუმში ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.
კლასის დამრიგებელის საქმიანობის ხელშეწყობის ტრენინგი ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.