ქედასა და ქობულეთში კლასკომპლექტში სწავლების ტრენინგები ჩატარდა

2019 წლის 26-27 ოქტომბერს და 2-3 ნოემბერს  ქედისა და ქობულეთის პედაგოგებისათვის პირველად ჩატარდა  ტრენინგი კლასკომპლექტში სწავლების სპეციფიკის შესახებ. 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლების კლას-კომპლექტში 1 000-ზე მეტი მასწავლებელი ასწავლის. აღნიშნული სკოლების პედაგოგების მხრიდან მუდმივად არის მოთხოვნა კლას-კომპლექტში სწავლების შესახებ ტრენინგების ჩატარების თაობაზე.
ტრენინგ-კურსი - „კლას-კომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა“ მოიცავს 20 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს (ოთხი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) 
ტრენინგზე მსმენელები ეცნობიან და მიმოიხილავენ კლას-კომპლექტების თავისებურებებს, კლასის ორგანიზების ფორმებს, სასწავლო ზონებში მუშაობის სპეციფიკას; გაკვეთილის დაგეგმვას, თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებს, სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების სპეციფიკას.
    ტრენინგებს  ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ნინო ვაშალომიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა) და ნინო მალაზონია (ქ. ქობულეთის 1-ლი საჯარო სკოლა).
აღნიშნული ტრენინგები ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.