ხულოსა და შუახევში კლასკომპლექტში სწავლების ტრენინგები დასრულდა

2019 წლის 9-10 და 16-17 ნოემბერს ხულოსა და შუახევის პედაგოგებისათვის მეორედ ჩატარდა  ტრენინგი კლასკომპლექტში სწავლების სპეციფიკის შესახებ. 
ტრენინგ-კურსი - „კლას-კომპლექტში მუშაობის სპეციფიკა და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა“ მოიცავს 20 საკონტაქტო და 10 არასაკონტაქტო საათს (ოთხი სატრენინგო დღე, დღეში 5 სთ.) 
ტრენინგზე მსმენელები ეცნობიან და მიმოიხილავენ:
•    კლას-კომპლექტების თავისებურებებს, 
•    კლასის ორგანიზების ფორმებს, 
•    სასწავლო ზონებში მუშაობის სპეციფიკას; 
•    გაკვეთილის დაგეგმვას, 
•    თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებს, 
•    სწავლის პროცესში მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების სპეციფიკას.
    ტრენინგებს  ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: დალი თურმანიძე (დაბა ხიჭაურის საჯარო სკოლა) და ლეილა წულუკიძე (დაბა ხულოს საჯარო სკოლა).
აღნიშნული ტრენინგები 2020 წლიდან გაგრძელდება და ეტაპობრივად ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც კლასკომპლექტში სწავლება მიმდინარეობს.