ტრენერთა ტრენინგი ბათუმის მასწავლებელთა სახლში

2019 წლის 30 ნოემბერს - დეკემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი პროგრამის - „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები“ მეორე მოდულში: „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები“.
ტრენერთა ტრენინგის ატარებდა სსიპ მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის შეფასების ექსპერტი - მარიანა ხუნძაყიშვილი. ტრენერთა ტრენინგში მონაწილეობდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები.
30 ნოემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.
ტრენინგ-მოდული მიზნად ისახავს, მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები და დაეხმაროს მათ მიღებული ცოდნის საკუთარ პრაქტიკასთან დაკავშირებაში. 
ტრენინგ-მოდულის მონაწილეები გაეცნობიან შემაჯამებელი შეფასების სხვადასხვა ფორმებს, შეფასების რუბრიკის შექმნის წესსა და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს. 
მოდულში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობაზე და სასწავლო პროცესში მათ
მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებაზე. ტრენინგის მსვლელობისას მოხდება განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტების
მოდელირება და მონაწილეებს მიეცემათ მათი გამოყენებისა და იმ საგანთან ადპტირების შესაძლებლობა, რომელსაც ასწავლიან. მოდული მონაწილეებს ასევე დაეხმარება შეფასების შედეგების გენდერის, სოციალური განსხვავებებისა და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებით გაანალიზებასა და სწავლების პროცესის შესაბამისად მოდიფიცირებაში.  
ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს გაეგზავნათ წინა სატრენინგო საკითხავი და შესაბამისი დავალება. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეძლევათ ერთი კვირა ტრენინგის საშინაო დავალების შესასრულებლად და ტრენერთან გადასაგზავნად.

იმისათვის, რომ მონაწილეს პროგრამა გავლილად ჩაეთვალოს, მიენიჭოს კურსის წარმატებით გავლის ცნობა, რომლის საფუძველზეც იგი შეძლებს ტრენინგის ჩატარებას ბათუმის მასწავლებლის სახლის ეგიდით, მან ყოველი მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: გადალახოს შეფასების მინიმალური ზღვარი - 60% (წინასატრენინგო დავალება; საკლასო დაკვირვება; ტრენინგის შემდგომი საშინაო დავალება); დაესწროს მოდულის მინიმუმ 10 საათს (80%).