ახალი ტრენინგი ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისათვის (I-VI კლ.)

25-26 იანვარს აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისათვის (V-XII კლ.): “სამუზეუმო მასალების გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლების  ეფექტიანობისათვის“. 
ტრენინგი ჩაატარა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა - რუსუდან თედორაძემ. 
ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები: მუზეუმების გამოყენება სასწავლო  დანიშნულებით; სასწავლო ექსკურსიის დაგეგმვა; მუზეუმების საგანმანათლებლო პროგრამები; აქტივობების დაგეგმვა საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში; სასწავლო პროექტების შექმნა სამუზეუმო მასალების გამოყენებით; სასწავლო რესურსების შექმნა სამუზეუმო მასალების გამოყენებით. 
ტრენინგს ესწრებოდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ბუნებისმეტყველების, განათლების  დაწყებითი საფეხურის  მიმართულების ტრენერები და აჭარის სკოლების პედაგოგები, რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია.
ტრენინგის ხანგრძლივობა არის: 12 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი. რაც ECTS - 1 კრედიტია.
24 და 25   იანვარს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის/ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. 
ტრენინგის  მონიტორინგს ახორციელებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის კოორდინატორი - ხატია ბერიძე.
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.