ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

ახალი კორონავირუსის აღსაკვეთად გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება დისტანციურ შრომით პირობებს, საქართველოს  მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2020 წლის 12 მარტის რეკომენდაციის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის #01-11/70 ბრძანების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2011 წლის 20 იანვრის #14 ბრძანების საფუძველზე ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის, რაც არ გულისხმობს სამუშაო საათების შემცირებას ან შრომითი ურთიერთობის შეჩერებას და არ აუქმებს დასაქმებული პირის ვალდებულებას, სამსახურში გამოცხადდეს უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნისთანავე, ერთი საათის განმავლობაში.

დისტანციური შრომის პირობები არ ეხება ფონდის დირექტორს და მოადგილეებს, აგრეთვე, მნეს, თავისი შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებებიდან გამომდინარე (შენობის გახსნა-ჩაკეტვა, მატერიალურ-ტექნიკური რესურსის მართვა და სხვა), რომლებიც ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ სამსახურში გამოცხადებას და საქმიანობას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების პედაგოგებს ტრენინგებზე რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც ინტერნეტით, ასევე ტელეფონით საგნობრივი მიმართულების კოორდინატორთან. 
•    ქართული ენა და ლიტერატურა / განათლების დაწყებითი საფეხური /კლას-კომპლექტში სწავლება - თამარ ორაგველიძე, 577 29-99-47; E-mail: tamar.oragvelidze1@gmail.com
•    უცხოური ენები /გეოგრაფია, ისტორია / სამოქალაქო განათლება / ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება - სალომე თავართქილაძე, 577 41-85-17;  E-mail: tavartkiladzesalome88@gmail.com
•    პროფესიული უნარები / განათლების მართვა (ადმინისტრაცია, სკოლის პერსონალი) / ხელოვნება, მუსიკა, სპორტი - ირმა მახარაძე, 599 74-30-08; E-mail: irmamakharadze1@gmail.com
•    ქიმია, ბიოლოგია / ფიზიკა, მათემატიკა / ინკლუზიური განათლება -  თინათინ ციცხვაია, 599 58-58-31; E-mail: tiatsitskhvaia@gmail.com

 

უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაციის გავლა მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში, მისამართზე: aef.ge

დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში  დაუკავშირდით საგნობრივ კოორდინატორებს:

  • უცხო ენები (ინგლისური, გერმანული, თურქული, ფრანგული, რუსული და TOEFL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი) - თეონა ჩხაიძე, 593 26 57 57; E-mail: teonachkhaidze@gmail.com;
  • კომპიუტერი / ქართული ენა/ აფხაზური ენა - თამარ ბერიძე, 599800717; E-mail: beridze.tamuna@mail.ru