ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპის შედეგები

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წლის 1 აგვისტოს ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებელთა სახლში) ინდივიდუალური  განრიგის შესაბამისად ჩატარდა ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება.

კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი. კონკურსის ყველა მონაწილეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: რუსუდან ქავთარაძე - ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მ/შ; ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის უფროსი; ლალი ლომთათიძე - აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით; ნინო ლაბარტყავა - პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის მენეჯერი;  ნინო ჯიჯავაძე - გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) კონსულტანტი და ტრენინგ-მოდულების ავტორი; დალი ფუტკარაძე - ქალაქ ბათუმის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის სპეციალისტი.

ტრენერთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის კომპეტენტურად და ობიექტურად ჩატარების მიზნით, დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის - ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი ქეთევან მოწყობილი.

კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული. საბოლოოდ კომისიამ გამოავლინა ხუთი გამარჯვებული: გივრაძე ირმა, გიორგაძე თინათინ, კვაჭანტირაძე ქეთევან, ნაკაშიძე რიტა, სალაძე მზია.

შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე კონკურსანტმა  უნდა გაიაროს აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგი (აგვისტო - სექტემბერი), რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მოხდება შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

ტრენერთა-ტრენინგის ჩატარების თარიღის შესახებ კონკურსანტებს დამატებით ეცნობებათ.