სამუშაო შეხვედრა თბილისის მასწავლებლის სახლში

2020 წლის 7 სექტემბერს აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფიზიკის მიმართულების ტრენერი ქეთევან ბასილაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში.
შეხვედრაში  მონაწილეობდნენ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, სტანდარტების განვითარებისა და დანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი - ნონა პოპიაშვილი, ეროვნული ცენტრის ექსპერტები: ნუგზარ მოსულიშვილი, ზურაბ ბერია, კახა ჟღენტი, ნათია არაბული, მაია ზიბზიბაძე.
შეხვედრაზე ისაუბრეს STEM მიმართულების საგნების პოპულარიზაციაზე სკოლებში.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე მოქმედებს საბუნებისმეტყველო კლუბი „ჩხირკედელა“ და მის ბაზაზე არსებული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია. 
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინტერაქტიული მოდელები, რომელთა საშუალებითაც მოხდა მნიშვნელოვანი მეცნიერული კონცეფციების დემონსტრირება.
სასწავლო მოდელების თემატიკა შერჩეული იქნება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი აქტუალური ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პრობლემებიდან.
შეხვედრაზე დაიგეგმა აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის ბაზაზე  მსგავსი კლუბის გახსნა და განისაზღვრა მისი ფუნქცია აღნიშნული ამოცანის შესრულებაში, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, პოპულარიზაცია გაუწიოს ციფრულ ტექნოლოგიებს და მათ ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის.