სამუშაო შეხვედრა მასწავლებელთა ტრენინგების დაგეგმვის შესახებ

2020 წლის 11 დეკემბერს, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) გამოაცხადა რეგისტრაცია ვებინარულ ტრენინგზე: “დისტანციური სწავლება  Microsoft სერვისების გამოყენებით“ აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის მარტის პირველ ნახევარში დაიწყება რეგისტრაცია, როგორც პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის, ისე მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის და სპეცმასწავლებლებისთვის. მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები კი ზაფხულში ჩატარდება.

აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) გეგმავს მხარი დაუჭიროს აჭარის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებს და ჩაატაროს მათთვის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისათვის მოსამზადებელი ტრენინგები დისტანციურად Microsoft სერვისების გამოყენებით.

2021 წლის 11 თებერვალს ტრენინგების დაგეგმვასთან დაკავშირებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თიმსის ტრენერებთან: გვანცა სალიასა და ნათია ცინცაძესთან.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე, განათლების ფონდის საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია და  განათლების ფონდის IT მენეჯერი - გიორგი იმნაიშვილი.

აღნიშნული ტრენინგი დაეხმარება ყველა მასწავლებელს უკეთ გაართვას თავი საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტესტებს და მიიღოს საჭირო კრდ/ქულა.