ადმინისტრაციის თათბირი აჭარის განათლების ფონდში

2021 წლის 16 მარტს ჩატარდა აჭარის განათლების ფონდის ადმინისტრაციის ონ-ლაინ თათბირი, რომელზეც განიხილეს ფონდის ორივე პროგრამული მიმართულების: (სახელმწიფო ენების, უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსების პროგრამა; მასწავლებლთა პროფესიული განვითარების პროგრამა) 2021 წლის მეორე კვარტალში დაგეგმილი აქტივობები.

კორონავირუსმა ცვლილებები შეიტანა ქვეყნის შრომითი  და სასწავლო პროცესების განხორციელებაში. ამ კუთხით აჭარის განათლების ფონდი ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს. კორონავირუსის აღმკვეთ ღონისძიებებთან დაკავშირებით, აჭარის განათლების ფონდის ყველა აქტივობა დისტანციურად, „Zoom“-ის და „Microsoft Teams“-ის პლატფორმებით ტარდება.

ონ-ლაინ თათბირში მონაწილეობდნენ:  აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მ/შ - რუსუდან ქავთარაძე, დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე, განათლების ფონდის ბუღალტერი - თენგიზ თორღვაიძე და ფონდის იურისტი - მინდია ნაკაშიძე.

თათბირზე განიხილეს შემდეგი საკითხები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა და 2021 წლის მეორე კვარტალში განსაზღვრული მასწავლებელთა გამოცდებისათვის მოსამზადებელი ტრენინგების ჩატარება; განათლების ფონდის მასწავლებელთათვის და სკოლამდელი განათლების ტრენერთა კონკურსში გამარჯვებულთათვის „Zoom“-ის  2-დღიანი ტრენინგის დაგეგმვა-ჩატარება, ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების დაგეგმვა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის სავალდებულო ტრენინგების დაგეგმვა და სხვა.