ვებინარული ტრენინგი პედაგოგებისათვის „თიმსში“ მუშაობის შესახებ

✅  აჭარის განათლების ფონდმა (ბათუმის მასწავლებლის სახლი) დაწყო ვებინარული ტრენინგი - “დისტანციური სწავლება  Microsoft სერვისების გამოყენებით“; 8 საკონტაქტო საათი ონლაინ ფორმატში და 17 არასაკონტაქტო საათი.

✅აღნიშნული ტრენინგი  აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადმოეცა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდს.

✅2021 წლის 27-28 მარტსა და 3-4 აპრილს დაიგეგმა და ჩატარდა ვებინარული ტრენინგი - დისტანციური სწავლება  Microsoft სერვისების გამოყენებით ბათუმისა და ქობულეთის სკოლების პედაგოგებისათვის, ჯგუფში - 20 მონაწილე.

✅ ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: Microsoft Teams, Microsoft One Drive, Microsoft Stream, Microsoft Class Notebook, Microsoft Forms, Microsoft White Board პროგრამების გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის.

✅ ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ისტის მიმართულების ტრენერი - ხათუნა ლორთქიფანიძე.

✅ 3 აპრილს ვებინარული ტრენინგის მიმდინარეობას დისტანციურად გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი: თინათინ ციცხვაია.

✅ აღნიშნული ტრენინგი დაეხმარება ყველა მონაწილეს:

  • უკეთ დაგეგმოს თავისი პროფესიული საქმიანობა,
  • მიიღოს საჭირო კრდ/ქულა,

წარმატებით გაართვას თავი მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგებს დისტანციურად.