დაწყებითი განათლების მასწავლებელთა საგამოცდო ტრენინგები დაიწყო

✅ აჭარის განათლების ფონდში, ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიწყო მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებისათვის მოსამზადებელი ტრენინგი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის.

ინტეგრირებულ გამოცდაზე განათლების დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მასწავლებლებისათვის მსურველთა რაოდენობა ყოველთვის დიდია.

✅ 2021 წელს აღნიშნულ გამოცდაზე აჭარიდან საერთი ჯამში დარეგისტრირდა 349 მასწავლებელი, მათ შორის პრაქტიკოსი/უსტატუსო - 320, მაძიებელი - 29.

✅ ეს ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი/უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე. ინტეგრირებული ვებინარული ტრენინგ-მოდული: „დაწყებითი საფეხურის (I – IV კლ.) მასწავლებელთა ინტეგრირებული საგამოცდო კურსი“, რომელიც „თიმსის“ პლატფორმაზე ტარდება, მოიცავს 18 საკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

✅ ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ინტეგრირებული გამოცდის მოთხოვნებს და საგამოცდო ტესტის სტრუქტურას სამივე მიმართულებით: ქართული ენა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება. ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით მსმენელები დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.

✅ ტრენინგზე დასასწრებად სავალდებულო პირობაა - დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული იყოს საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

✅ 16-18 და 23-25 აპრილს დაიგეგმა ტრენინგი დარეგისტრირებულთა პირველი ჯგუფისათვის. ტრენინგს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის გამოცდილი ტრენერები: დალი თურმანიძე და მზია სალაძე.

✅ 18 და 25 აპრილს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.

✅ ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი/უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის. ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება მასწავლებლის გამოცდაზე აჭარიდან დარეგისტრირებული ყველა პედაგოგისათვის.