სამუშაო შეხვედრა სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერებთან

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი) იწყება ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები.

2021 წლის 27 აპრილს ჩატარდა ონ-ლაინ სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს 2021 წელს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგების დისტანციურ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე) დაგეგმვის საკითხები: სავალდებულო მოდულების დაგეგმვა, განრიგის შედგენა, ტრენერების წყვილში მუშაობა და სხვა.

ამ ეტაპზე, 2021 წლის 4 - 9 აპრილს, ხულოსა და შუახევის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა 1-ლი ტრენინგ მოდული: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები“, რომელიც „ზუმის“ პლატფორმაზე ჩატარდება.

მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე, მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენერთა შესარჩევი კონკურსში გამარჯვებულები: მზია სალაძე, თინათინ გიორგაძე, ირმა გივრაძე, რიტა ნაკაშიძე და ქეთევან კვაჭანტირაძე.