წარმატებით მიმდინარეობს ინგლისური ენის უფასო შემსწავლელი კურსი უსინათლო და მცირემხედველთათვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა (ა)იპ აჭარის განათლების ფონდში წარმატებით მიმდინარეობს ინგლისური ენის (A1 დონე) უფასო შემსწავლელი კურსი უსინათლო და მცირემხედველთათვის, რომელზეც რეგისტრირებულია ექვსი მსმენელი და მოიცავს როგორც  თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს.

აღნიშნულ კურსს უძღვება აჭარის განათლების ფონდის უსინათლოთა კომპიუტერის და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის პედაგოგი - მერი ჩიმაკაძე. კურსის ხანგრძლოვობა გახლავთ ექვსი თვე. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლება მიმდინარეობს  დისტანციურ რეჟიმში ZOOM-ის პლატფორმაზე.

გთავაზობთ  ერთი  პრაქტიკული გაკვეთილის ვიდეო მასალას: