Microsoft სერვისების ტრენინგები პედაგოგებისათვის

აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ვებინარულ ტრენინგებს: “დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით “; 8 საკონტაქტო საათი ონლაინ ფორმატში და 17 არასაკონტაქტო საათი.

აღნიშნული ტრენინგ-მოდული  აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადმოეცა აჭარის განათლების ფონდს.

2021 წლის 4-7 მაისს ვებინარული ტრენინგი დაიგეგმა და ჩატარდა ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქედის სკოლების პედაგოგებისათვის. ჯგუფში სულ - 20 მონაწილე.

ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ისტის მიმართულების ტრენერი - ნათია ცინცაძე.

ტრენინგის საკითხები იყო: Microsoft Teams, Microsoft One Drive, Microsoft Stream, Microsoft Class Notebook, Microsoft Forms, Microsoft White Board პროგრამების გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის.

აღნიშნული მოდული დაეხმარება ყველა მონაწილეს დაგეგმოს თავისი პროფესიული საქმიანობა: უკეთ გაართვას თავი მოსწავლეებთან დისტანციურ სწავლებას, გაუიოლდეს მოსწავლეებთან ონლაინ-კომუნიკაცია, მიიღოს საჭირო კრდ/ქულა, წარმატებით გაართვას თავი მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების ტრენინგებს დისტანციურად.

4 და 7 მაისს ტრენინგის მიმდინარეობას დისტანციურად გაეცვნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და საგნობრივი მიმართულების კოორდინატორი -  თინათინ ციცხვაია.

აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მასწავლებლებისათვის.