ქართული ენის საგნობრივი ტრენინგები უსტატუსო მასწავლებლებისათვის

✅ ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით ტრენინგების ჩატარება დაიწყო.
29-30 მაისსა და 5-6 ივნისს TEAMS-ის პლატფორმზე დაიგეგმა დისტანციური ტრენინგები ქართული ენისა და ლიტერატურის, უსტატუსო (პრაქტიკოსი) მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლებისათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 16 საკონტაქტო საათი, 8 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ქართული ენის კურსი დაწყებითი საფეხურის მაძიებლობის პროგრამაში ჩართული მასწავლებლობის მაძიებლებისთვის - ქართული ენის გრამატიკის აქტუალური საკითხების სწავლება და არგუმენტირებული ესეს შექმნის გზები“, დაწყებითი საფეხურის (I-IV და V-VI კლასების) ქართული ენის მასწავლებლებისათვის ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - მარიზა აბაშიძე.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები: განიმტკიცებენ ქართული ენის გრამატიკის საკითხების ცოდნას, განიმტკიცებენ ლიტერატურული გვარებისა და ჟანრების ცოდნას, განიმტკიცებენ მხატვრული ხერხების ცოდნას, იმსჯელებენ ტექსტის გაგება-გააზრების კრიტერიუმებსა და სტრატეგიებზე, იმსჯელებენ ანალიტიკური/არგუმენტირებული ესეს წერის პრინციპებზე.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ქართული ენისა და ლიტერატურის ზოგადი კურსი მაძიებლობის პროგრამაში ჩართული საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლობის მაძიებლებისთვის - ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების აქტუალური საკითხები“, საბაზო და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისათვის ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ანა ლორია.

ტრენინგ მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები: განიმტკიცებენ ქართული ენის გრამატიკის საკითხების ცოდნას, იმსჯელებენ გრამატიკული საკითხების მოსწავლეებისათვის გადაცემის ეფექტიან ხერხებზე, იმსჯელებენ საპროგრამო ნაწარმოებების არსებით ასპექტებსა და მოსწავლეებისათვის მათი მიწოდების გზებზე, იმსჯელებენ მხატვრული ტექსტის ანალიზის გზებსა და საშუალებებზე.
✅ ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მოიპოვებს 2 კრედიტქულას.
✅ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ხატია ბერიძე.