ყურადღება! რეგისტრაცია კრედიტქულიან ტრენინგზე: „დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით“

აჭარის განათლების ფონდი, ბათუმის მასწავლებლის სახლი აცხადებს რეგისტრაციას ვებინარულ ტრენინგზე: “დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით “; 8 საკონტაქტო საათი ონლაინ ფორმატში და 17 არასაკონტაქტო საათი.

ტრენინგი განკუთვნილია აჭარის კერძო და საჯარო სკოლის უსტატუსო (პრაქტიკოსი) მასწავლებლებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან 2021 წლის საგნობრივ გამოცდაზე.

ტრენინგ-მოდული  აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადმოეცა აჭარის განათლების ფონდს.

ტრენინგის თემატიკა: Microsoft Teams, Microsoft One Drive, Microsoft Stream, Microsoft Class Notebook, Microsoft Forms, Microsoft White Board პროგრამების გამოყენება სასწავლო მიზნებისათვის.

აღნიშნული მოდული დაეხმარება ყველა მონაწილეს დაგეგმოს თავისი პროფესიული საქმიანობა: უკეთ გაართვას თავი მოსწავლეებთან დისტანციურ სწავლებას, გაუიოლდეს მოსწავლეებთან ონლაინ-კომუნიკაცია.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მიიღებს 1კრდ/ქულას.
ტრენინგზე რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულად, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით. 
სავალდებულოა, გამოცდაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: თინათინ ციცხვაია - მობ. 599 585 831

გისურვებთ წარმატებას!

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს...

https://forms.gle/ziykZ45tXr223Jgr6