ტრენინგი ფიზიკის უსტატუსო და მაძიებელი მასწავლებლებისათვის

✅ ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს საგნობრივ ტრენინგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების უსტატუსო (პრაქტიკოსი) და მაძიებლის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის.

2021 წლის 29-30 მაისს და 5-6 ივნისს დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი ფიზიკაში. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 16 საკონტაქტო საათი, 8 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ ტრენინგ-მოდულს: „ფიზიკის ზოგადი კურსი პრაქტიკოსი და მაძიებლობის პროგრამაში ჩართული მასწავლებლობის მაძიებლებისთვის - ძირითადი საგნობრივი და მეთოდური ორიენტირები“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ქეთევან ბასილაძე.

✅ მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ფიზიკის სწავლებისათვის საჭირო საგნობრივი და პედაგოგიური ცოდნა.

✅ ტრენინგის საკითხებია: ეროვნული სასწავლო გეგმის ფიზიკის სტანდარტი და  კურიკულუმი; სასწავლო თემის აგების პრინციპები; თემატური მატრიცის კომპონენტები; ფიზიკის შინაარსობრივი ნაწილი: კინემატიკა,  დინამიკა, მუდმივობის კანონები, სტატიკა, ჰიდრო- და აეროსტატიკა, რხევები და ტალღები, ოპტიკა, სითბური მოვლენები და თერმოდინამიკა, ელექტრომაგნიტური მოვლენები, ატომური და ბირთვული ფიზიკა; ფიზიკის სწავლების ეფექტიანი გზები და მიდგომები, პრაქტიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობები.

✅ მოდულის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე მოიპოვებს 2 კრედიტქულას.

✅ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია.