ტრენინგები ხელოვნების უფროსი მასწავლებლებისათვის

 აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

 2021 წლის 5-14 ივისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის.

 ტრენინგ -სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება -  შემოქმედებითობა და პრაქტიკა“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ხათუნა ლომაძე. მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი ცოდნა და უნარები.

  ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები: შეძლებენ ეროვნული სასწავლო გეგმის (სტანდარტი, წლიური პროგრამა) სტრუქტურული ერთეულების ფუნქციისა და საჭიროების დახასიათებას;  მათ გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად; გაეცნობიან სასწავლო თემის მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებულად სწავლა-სწავლების დაგეგმვას (ცნებების, მკვიდრი წარმოდგენების, საკვანძო შეკითხვების, შეფასების კრიტერიუმების, კომპლექსური დავალებების გამოყენებით); შეძლებენ სწავლა სწავლების პროცესში შედეგების, შეფასების კრიტერიუმების, საკვანძო შეკითხვების, ცნებების, მკვიდრი წარმოდგენების ფუნქციისა და საჭიროების გაანალიზებას.

  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

 ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - ირმა მახარაძე.