გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ტრენინგები

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დაიწყო ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 7-16 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის გეოგრაფიის მოქმედი მასწავლებლებისათვის.

✅ ტრენინგ-მოდულს: „გეოგრაფიული წიგნიერება: ციფრული რესურსების  და გეოგრაფიული წყაროებისა გამოყენება გეოგრაფიის სწავლებისას“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ლუიზა რევიშვილი.

✅ ტრენინგის მიზანია მასწავლებლები: გაეცნონ გეოგრაფიული წყაროების გამოყენების  მნიშვნელობას   და სტრატეგიებს გეოგრაფიის  სწავლებისას და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას; გაეცნონ სწავლებისათვის სასარგებლო გეოგრაფიულ ინტერნეტ-ინსტრუმენტებს და  ელექტრონული რუკების - პროგრამების  Google Earth -ისა  (გუგლ დედამიწა) და https://mapmaker.nationalgeographic.org/ -ის გამოყენებას; შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რათა   მოსწავლეებს განუვითარონ გეოგრაფიული წიგნიერება და  სწავლა-სწავლების პროცესი  გახადონ სახალისო, საინტერესო,  ეფექტიანი და  მოსწავლეებმა   შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საგნის სწავლებისას.

✅ 2021 წლის 10-19 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის სამოქალაქო განათლების მოქმედი მასწავლებლებისათვის.

✅ ტრენინგ-მოდულს: „მშვიდობის სწავლება - სამშვიდობო პროცესები”,  ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნინო ტავლალაშვილი.

✅ მოდულის თემატიკა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და გაეროს საერთაშორისო სასამართლო; ევროპის კავშირი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; მიგრაციის თანამედროვე გამოწვევები; იძულებით გადაადგილებული პირები; ადამიანებით ვაჭრობა - ტრეფიკინგი; ექსტრემიზმი, რადიკალიზაცია და ტერორიზმი; საქართველო სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში; მოქალაქეობის სწავლების როლი სამშვიდობო პროცესებში; სამშვიდობო პროცესების სწავლება საბაზო საფეხურზე.

✅ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.

• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - გიული მიქელაძე. ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის უფროსი მასწავლებლისათვის.