სკოლამდელი განათლების პირველი ტრენინგები ბათუმსა და ხელვაჩაურში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) ახორციელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.

2021 წლის 16-18; 23-25 ივლისს, ბათუმისა და ხელვაჩაურის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა 1-ლი ტრენინგ მოდული: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები“, რომელიც „ზუმის“ პლატფორმაზე ჩატარდა.

✅ მოდული მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

✅ ონლაინ ტრენინგს წყვილებში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თინათინ გიორგაძე და რიტა ნაკაშიძე (ბათუმი); ქეთევან კვაჭანტირაძე და ირმა გივრაძე (ხელვაჩაური).

1-ელ მოდულის საკითხებია: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; სოციალური გარემო ბაღში - ურთიერთობის ტიპები,  პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობა; დროითი გარემო - განრიგი, ეფექტური განრიგის მახასიათებლები; სასწავლო გეგმა; ბავშვზე დაკვირვების სტრატეგიები; ბავშვის პორტფოლიოს შედგენა; კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოს პრინციპები; ადრეული ინკლუზიური განათლების პრინციპები; მშობლის ჩართვის სტრატეგიები; აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის სტრუქტურა და სხვა.

ტრენინგის  მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე.

✅ ადრეული და სკოლამდელი განათლების ტრენინგ-პროგრამა სულ ექვს მოდულს მოიცავს. ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.