ტრენინგები მათემატიკის (1-6 კლ.) წამყვანი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2021 წლის 3-8 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის (I ჯგუფი: 12:00-14:00 სთ; II ჯგუფი: 15:00-17:00 სთ.). 
ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის სწავლების დაწყებით საფეხურზე“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ნინო ვაშალომიძე.
✅ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები.
✅ ტრენინგმოდულის დასრულების შემდეგ მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საკითხებში:
• ციფრული ფორმატის მათემატიკური შინაარსის მასალის შექმნის ტექნიკური საშუალებები;
• ონლაინ ტესტირების ტექნიკური საშუალებები და მათი გამოყენება მოსწავლეთა შედეგების მონიტორინგისას;
• ციფრული მასალის კოლეგებისთვის და მოსწავლეებისთვის გაზიარების ტექნიკური საშუალებები; საგანმანათლებლო სოციალური ქსელის და ვირტუალური კლასის ეფექტური მართვა.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: 
• დაესწროს ტრენინგის 80%-ს.
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წამყვანი მასწავლებლისათვის.