ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგები წამყვანი მასწავლებლებისათვის

➡  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡  2021 წლის 3-8 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგები წამყვანი მასწავლებელის სტატუსის მქონე ნებისმიერი საგნის მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡  ტრენინგ-მოდულს: „ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართული წამყვანი მასწავლებლებისათვის“, წყვილში ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ინგა ზარანდია და დალი თურმანიძე.
➡ ტრენინგ-მოდულის მოკლე აღწერა: ტრენინგ-მოდული ემსახურება მასწავლებლის პროფესიულ გაძლიერებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ტრენინგის პირველი ნაწილი ეთმობა ინკლუზიური განათლების ფორმებისა და პრნციპების ანალიზს, მომდევნო საკითხები ფარავს ინკლუზიურ განათლებაში მოსწავლის ჩართვის ციკლსა და მოსწავლესთან მუშაობის სისტემურ პროცედურებს. მოდულის შემდეგი ნაწილი აერთიანებს ცოდნას მასწავლებლის დამხმარე სწავლებისა და სწავლის თანამედროვე სტრატეგიების, კლასისა და მოსწავლის არასასურველი ქცევის მართვის პრინციპების შესახებ.
➡ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობის მხარადჭერას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას; სწავლების პროცესში უნივერსალური სასწავლო დიზაინის გამოყენებას; სსსმ მოსწავლის პროგრესის შეფასებას; სპეციფიური სწავლების სტრატეგიების გამოყენეას,  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას და სასწავლო მასალის ადაპტაციას სსსმ მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად; საკლასო მენეჯმენტს, პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას.
➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდნენ: დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე და მიმართულების კოორდინატორი - თინათინ ციცხვაია. მსგავსი ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წამყვანი მასწავლებლისათვის.