ტრენინგები ისტორიის წამყვანი მასწავლებლებისათვის

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) გრძელდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ 2021 წლის 3-8 სექტემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები ისტორიის წამყვანი მასწავლებელთათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „წყაროების გამოყენება ისტორიის სწავლებისას“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი კახაბერ ჩაკვეტაძე.
✅ ტრენინგ-მოდულის მიზანია: ისტორიის დამხმარე დისციპლინების - წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის გამოყენება ისტორიის სწავლებისას.
✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: ისტორიოგრაფიის ზოგიერთი მიმართულების  გაცნობას; წყაროთმცოდნეობის, როგორც ისტორიული დისციპლინის გაცნობას; პირველად და მეორად წყაროების  შეჯერებას და ერთიანი ისტორიული სურათის წარმოჩენას.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე. მსგავსი ტრენინგები ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის წამყვანი მასწავლებლისათვის.