ისტ-ის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა
➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡ 2021 წლის 25-30 სექტემბერს, 1 და 3-5 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერული ტექნოლოგიები) უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡ ტრენინგ-მოდულს: „ვიზუალური პროგრამირება (scratch)“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი გვანცა სალია.
➡ აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია: მასწავლებლები გაეცნონ ვიზუალური პროგრამირების პლატფორმას; შეძლონ ვიზუალური პროგრამირების გარემოში ონლაინ პროექტების შექმნას სხვადასხვა ვიზუალური და აუდიო ელემენტების გამოყენებით.
➡ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: სწავლა-სწავლების პროცესში ვიზუალური პროგრამირების პლატფორმის/ების გამოყენებას (scratch, code.org. pictoblox); კომპიუტერული პროგრამის/თამაშის შექმნას სხვადასხვა ვიზუალური და აუდიო ელემენტების გამოყენებით.
➡ სატრენინგო შეფასება შედგება ორი კომპონენტისგან: მონაწილის მზაობა, მონაწილეობა/აქტიურობა, თანამშრომლობა, ღიაობა; დავალება-შინაარსთან დაკავშირებული საკითხები.
➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 80%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.