დასრულდა სამოქალაქო განათლების უფროს მასწავლებელთა ტრენინგები

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების უფროსი მასწავლებლებისათვის.
✅ 2021 წლის 27-30 სექტემბერს, 1 და 3-7 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის სამოქალაქო განათლების მოქმედი მასწავლებლებისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅ ტრენინგ-მოდულს: „მშვიდობის სწავლება - სამშვიდობო პროცესები”,  ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ნინო ტავლალაშვილი.
✅ მოდულის თემატიკაა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და გაეროს საერთაშორისო სასამართლო; ევროპის კავშირი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; მიგრაციის თანამედროვე გამოწვევები; იძულებით გადაადგილებული პირები; ადამიანებით ვაჭრობა - ტრეფიკინგი; ექსტრემიზმი, რადიკალიზაცია და ტერორიზმი; საქართველო სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში; მოქალაქეობის სწავლების როლი სამშვიდობო პროცესებში; სამშვიდობო პროცესების სწავლება საბაზო საფეხურზე.
✅ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: დაინახონ კავშირი მშვიდობის მშენებლობასა და მოქალაქეობის სწავლებასთან, დაამუშაონ აქტივობები მშვიდობის მშენებლობის თემატიკაზე, ჩაატარონ გაკვეთილები აღნიშნულ საკითხებზე.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
✅ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.