წამყვანი მასწავლებლების  ზოგადპროფესიული უნარების ტრენინგები დასრულდა

➡  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების წამყვანი მასწავლებლებისათვის.

 2021 წლის 4-9 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ზოგადპროფესიული უნარების ტრენინგები წამყვანი მასწავლებლისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 12 საკონტაქტო საათი, 6 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡  ტრენინგ-მოდულს: „როგორ განვავითაროთ მოსწავლეებში პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის უნარები“, ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: თამთა კვარაცხელია.

➡  აღნიშნული ტრენინგ-მოდულის მიზანია მონაწილეები გაეცნონ პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის სტრატეგიებს, რათა შეძლონ პრაქტიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი.

ტრენინგ-მოდული თემატიკა: შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების არსი, განსხვავება ამ ორი ტიპის აზროვნებას შორის; კრეატიულობის განვითარების გენერაციულობის თეორია; პრობლების შემოქმედებითად გადაჭრა - გენერირების და ფოკუსირების ფაზების მონაცვლეობა; პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის სტრატეგიები და მათი გამოყენება პრაქტიკაში.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ სასწავლო თემის, ცნებებისა და მკვიდრი წარმოდგენების  შესაბამისად პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის სტრატეგიების ინტეგრირება თემატური ერთეულის დაგეგმვისას.

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

მონაწილეთა  შეფასების კომპონენტებია:

  • რეფლექსური დღიური - 30 ქულა
  • პროექტის გეგმა - 70 ქულა (50 ქულა - პროექტის გეგმა, 20 ქულა - პრეზენტაცია)

ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.