ქიმიის უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) სრულდება ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.

✅ 2021 წლის 25-30 სექტემბერს, 1 და 3-5 ოქტომბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი ქიმიის უფროსი მასწავლებელთათვის. ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულს-  „ჟანგვა-აღდგენა არაორგანულ ქიმიაში“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი: ნუკრი კობახიძე.

ქიმიის ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებმა გაიღრმავონ არსებული ცოდნა ჟანგვა-აღდგენით მიმდინარე ქიმიური პროცესების შესახებ და დაადგინონ ამ პროცესების ზოგადი კანონზომიერებები.

ტრენინგმოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: ჟანგვა-აღდგენაში მონაწილე ელემენტების ატომების ჟანგვის რიცხვის განსაზღვრას; დაჟანგვის და აღდგენის პროცესის იდენტიფიცირებას; მჟანგავისა და აღმდგენის იდენტიფიცირებას; ჟანგვა-აღდგენის პროცესში მონაწილე ელექტრონების რაოდენობის განსაზღვრას და რეაქციის ტოლობის გათანაბრებას.

✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

✅ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.