ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის ტრენინგები დასრულდა

➡ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგების მესამე ეტაპი.

➡ 2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ინკლუზიური განათლების ტრენინგები  უფროსი მასწავლებელის სტატუსის მქონე ნებისმიერი საგნის მასწავლებლის სამი ჯგუფისათვის.

ტრენინგ-მოდულს: „ინკლუზიური განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართული უფროსი მასწავლებლებისათვის“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: დალი თურმანიძე (25-30 სექტემბერი; 1, 3-5 ოქტომბერი), თამარ გოგიშვილი (4-13 ოქტომბერი) და ნინო მიქელაძე (4-13 ოქტომბერი).ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

➡ აღნიშნული ტრენინგ-მოდული ემსახურება უფროსი მასწავლებლის პროფესიულ  გაძლიერებას  ინკლუზიური განათლების მიმართულებით. მოდულში   არსებული საკითხები ფარავს ინკლუზიურ განათლებაში მოსწავლის ჩართვის ციკლსა   და მოსწავლესთან მუშაობის სისტემურ პროცედურებს.

ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართულობის მხარდაჭერას; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირებას; სწავლების პროცესში უნივერსალური სასწავლო დიზაინის გამოყენებას; სსსმ მოსწავლის პროგრესის შეფასებას; სპეციფური სწავლების სტრატეგიების გამოყენეას,  საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვას და სასწავლო მასალის ადაპტაციას სსსმ მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად; საკლასო მენეჯმენტს, პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას.

➡  იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.