მათემატიკის (7-12 კლ.) უფროს მასწავლებელთა ტრენინგები დასრულდა

➡  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) დასრულდა საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლების ტრენინგები.

➡ 2021 წლის ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგი საბაზო-საშუალო საფეხურის მათემატიკის უფროსი მასწავლებლების სამი ჯგუფისათვის: I ჯგუფი: 25-30 სექტემბერი; 1, 3-5 ოქტომბერი (შაბათ-კვირას: 09:00 - 11:00 სთ.; სამუშაო დღეებში: 16:00 - 18:00 სთ.); II ჯგუფი: (შაბათ-კვირას: 12:00 - 14:00 სთ.; სამუშაო დღეებში: 19:00 - 21:00 სთ.); III ჯგუფი: 6-15 ოქტომბერი (შაბათ-კვირას: 12:00 - 14:00 სთ.; სამუშაო დღეებში: 19:00 - 21:00 სთ.).

ტრენინგ-მოდულს: „საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლების აქტუალური საკითხები ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - როინ ნაკაიძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.

ტრენინგ-მოდულის მიზანია: მონაწილეებს მისცეს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურზე მათემატიკის სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები შემდეგ საკითხებში: გამჭოლი კომპეტენციების ფორმირება მათემატიკური შინაარსის დავალებებზე მუშაობისას; მათემატიკის საბუნებისმეტყველო საგნებთან ინტეგრირების დაგეგმვა; კომპიუტერული პროგრამების - GeoGebra, Desmos გამოყენება სწავლების პროცესში; ისტ-ის გამოყენება მოსწავლეთა შეფასების, თანამშრომლობითი სწავლების და დიფერენცირებული სწავლების მიზნით; ისტ-ის გამოყენება მათემატიკის გაკვეთილზე დიფერენცირებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით; ისტ-ის გამოყენება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პედაგოგიური მიდგომების რეალიზაციის მიზნით.

➡ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები: • დაესწროს ტრენინგის 80%-ს; • გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡ ტრენინგების მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე - ლალი ლომთათიძე.