სკოლამდელი განათლების ტრენინგები ხულოსა და ქობულეთში

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.

2021 წლის 18-20 და  25-27 მარტ, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა პირველი მოდული: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები“.

✅ ტრენინგ-მოდული ჩატარდა „ზუმის“ პლატფორმაზე. ის მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

 ონლაინ ტრენინგს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თინათინ გიორგაძე (ქობულეთი) და ქეთევან  კვაჭანტირაძე (ხულო).

 1-ელი მოდულის განსახილველი თემატიკაა: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; სოციალური გარემო ბაღში - ურთიერთობის ტიპები,  პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობა; დროითი გარემო - განრიგი, ეფექტური განრიგის მახასიათებლები; სასწავლო გეგმა; ბავშვზე დაკვირვების სტრატეგიები; ბავშვის პორტფოლიოს შედგენა; კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოს პრინციპები; ადრეული ინკლუზიური განათლების პრინციპები; მშობლის ჩართვის სტრატეგიები; აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის სტრუქტურა და სხვა.

25 მარტს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ: აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და პროგრამის კოორდინატორი - ხატია ბერიძე.

ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.