ხულოსა და ქობულეთში დასრულდა სკოლამდელი განათლების ტრენინგები

 

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.

2021 წლის 1-3 და  8-10 აპრილს, ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის მე-2 ტრენინგ-მოდული: „ბავშვის განვითარება“. ტრენინგი ჩატარდა „ზუმის“ პლატფორმაზე. ის მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა - 6 დღე, დღეში 3 საათი.

ტრენინგ-მოდული ჩატარდა ზუმის პლატფორმაზე. ის მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

 ონლაინ ტრენინგს ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თინათინ გიორგაძე (ქობულეთი) და ქეთევან  კვაჭანტირაძე (ხულო).

✅  მეორე მოდულის თემატიკაა: საგანმანათლებლო პროცესი საბავშვო ბაღში; თამაში, როგორც საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების მთავარი საშუალება; თამაშის ტიპები; აღმზრდელის როლის განსაზღვრა საგანმანათლებლო პროცესში; პოზიტიური დისციპლინა; მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკა; ტრანზიციისა და რუტინის როლი; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა; საგანმანათლებლო პროცესის შეფასება.

✅  8 აპრილტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ:  აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე დ პროგრამის კოორდინატორი - ხატია ბერიძე.

✅ ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.