ტრენინგები ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებლებისთვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი ახორციელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️  2022 წლის 11-20 ივნისს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე საბაზო და საშუალო საფეხურის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მოქმედი მასწავლებლებისათვის.  
ტრენინგ-მოდულების ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️  ტრენინგ-მოდულს: „XIX – XX საუკუნეების ქართული პუბლიცისტიკა უფროსი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნიკა იმედაიშვილი.
➡️  ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• გაანალიზონ ქართული პუბლიცისტიკის მიღწევები სათანადო დოკუმენტებზე დაყრდნობით;    
• XIX – XX საუკუნის  ქართული პუბლიცისტიკის საფუძველზე კონკრეტული ეპოქის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას.
• XIX – XX საუკუნის ქართული პუბლიცისტიკის განხილვას ზოგად ისტორიულ კონტექსტში. 
• ტრენინგმოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft Teams გამოყენებას.
➡️  ტრენინგ-მოდულს: „მშვიდობის სწავლება - სამშვიდობო პროცესები, კურსი უფროსი მასწავლებლებისათვის“ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი ნინო ტავლალაშვილი.
➡️ ტრენინგ-მოდულის თემატიკა: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და გაეროს საერთაშორისო სასამართლო; ევროპის კავშირი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; მიგრაციის თანამედროვე გამოწვევები; იძულებით გადაადგილებული პირები; ადამიანებით ვაჭრობა - ტრეფიკინგი; ექსტრემიზმი, რადიკალიზაცია და ტერორიზმი; საქართველო სამშვიდობო და ჰუმანიტარულ მისიებში; მოქალაქეობის სწავლების როლი სამშვიდობო პროცესებში; 
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
➡️ 13 ივნისს ტრენინგების მიმდინარეობას გაეცვნენ: დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე და საზოგადოებრივი მეცნიერებების  მიმართულების კოორდინატორი - ანა ლამპარაძე. 
აღნიშნული ტრენინგი ეტაპობრივად განხორციელდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის უფროსი მასწავლებლისათვის.