დასრულდა ინგლისური ენის უფროს და წამყვან მასწავლებელთა ტრენინგები

✅  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅  2022 წლის ივლისში და ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი უფროსის და  წამყვანის სტატუსის მქონე დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ინგლისური ენის მოქმედი მასწავლებლების ორი ჯგუფისათვის. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
✅  ტრენინგ-მოდულს: „აქტიური სწავლება ინგლისურში“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები - დალი აბურჯანია (16-25 ივლისი) და თინათინ კვაჭაძე (23 ივლისი - 1 აგვისტო).
✅  ტრენინგ-კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ:
• მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიებს, რომელსაც გამოიყენებენ ინგლისური ენის სწავლებისას.
• ენის კომუნიკაციური სწავლების მახასიათებლებსა და პრინციპებს, რაც დაეხმარება მონაწილეებს დაგეგმონ გაკვეთილები ამ პრინციპების გათვალისწინებით.
• დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს ინგლისური ენის სწავლებისას.
• ენობრივი ასპექტებისა და ოთხივე კომუნიკაციური მიმართულების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებებს და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.
სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათ გამოყენებას.
• ავთენტური შეფასების სხვადასხვა ფორმებს და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს.
• დამხმარე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელოვნებას ინგლისური ენის გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში. 
✅  ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• წარმართოს საგაკვეთილო პროცესი ენის კომუნიკაციური სწავლების ძირითადი მახასიათებლებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
• დაგეგმოს და წარმართოს ინგლისური ენის გაკვეთილი მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიკის პრინციპების გათვალისწინებით; გაიაზროს რა დადებითი მხარეები და სირთულეები ახლავს მას და როგორ გაუმკლავდეს სირთულეებს.
• იხელმძღვანელოს დიფერენცირებული სწავლების პრინციპებით ინგლისური ენის გაკვეთილის წარმართვისას. 
• დაგეგმოს გაკვეთილი კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) მიხედვით მათი სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით.
• აარჩიოს ავთენტური სამეტყველო აქტივობები სასწავლო მიზნების შესაბამისად.
• გამოიყენოს კომუნიკაციური გაკვეთილის მართვის ტექნიკები და სწავლის სტრატეგიები საკუთარ პრაქტიკაში.
✅ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%
✅ ტრენინგის მიმდინარეობას პერიოდულად ეცნობოდა დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.