სკოლის პერსონალის ტრენერთა ტრენინგი

2015 წლის 14 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მემორანდუმის საფუძველზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადმოსცა სკოლების საქმისმწარმოებლებისა და ბიბლიოთეკარების პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები.
 
17-20 მარტს აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის პროფესიული განვითარების ტრენერთა ტრენინგი. 
მასში მონაწილეობდა კონკურსის მესამე ეტაპზე გადასული 7 კანდიდატი. კანდიდატებმა მოისმინეს 3 მოდული: 
• სკოლის საქმისწარმოება (კორესპონდენცია, ხელშეკრულებები, დაარქივება)
• მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოება
• ელექტრონული კომუნიკაცია (eflow) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი
 
ასევე 18-20 მარტს აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში ჩატარდა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული განვითარების ტრენერთა ტრენინგი. 
მასში მონაწილეობა მიიღო კონკურსის მესამე ეტაპზე გადასულმა 8 კანდიდატმა. 
მათ მოისმინეს 2 მოდული: 
• ბიბლიოთეკარის ეფექტური მუშაობის მეთოდიკა მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან
• საბიბლიოთეკო ღონისძიებების მოწყობა
 
ტრენერთა ტრენინგების დასრულების შემდეგ დაიწყება აჭარის არ საჯარო და კერძო სკოლების საქმისმწარმოებლებისა და ბიბლიოთეკარების პროფესიული განვითარების ტრენინგები. 
სულ აჭარაში 222 სკოლის საქმისმწარმოებელი და 207 ბიბლიოთეკარია. მათ არასოდეს არ გაუვლიათ პროფესიული განვითარების ტრენინგები.