მასწავლებელთა ზაფხულის ტრენინგების მსმენელთა სტატისტიკა: ივნისი - ივლისი, 2022 წ.

✅  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდმა/ბათუმის მასწავლებლის სახლმა დაასრულა დისტანციური ტრენინგები საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) Microsoft TEAMS-ის პლატფორმაზე სულ ჯამში  ჩატარდა - 93 ჯგუფი და გადამზადდა - 3 071  მსმენელი.
✅ 2022 წლის ივნისსა და ივლისში განხორციელებული სტატუსის ტრენინგების მსმენელთა სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
➡️ უფროსი მასწავლებელი: 2 723 მსმენელი    
➡️ წამყვანი მასწავლებელი: 348 მსმენელი.

✅ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ...