სკოლამდელი განათლების ტრენინგები ხულოსა და ქობულეთში

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.

2022 წლის 4-6 და 11-13 ნოემბერს ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა სკოლამდელი განათლების პროგრამის 1-ლი მოდული: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო 

სტანდარტები: პრინციპები, მიმართულებები და მეთოდოლოგიური საკითხები.

✅ ტრენინგ-მოდული ჩატარდა „ზუმის“ პლატფორმაზე. ის მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

 ონლაინ ტრენინგს ატარებდნენ: ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: თინათინ გიორგაძე (ხულო) და ქეთევან კვაჭანტირაძე (ქობულეთი).

 მოდულის თემატიკაა: სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა; ხარისხიანი ადრეული განათლების პრინციპები; სოციალური გარემო ბაღში - ურთიერთობის ტიპები,  პოზიტიური ურთიერთობის მნიშვნელობა; დროითი გარემო - განრიგი, ეფექტური განრიგის მახასიათებლები; სასწავლო გეგმა; ბავშვზე დაკვირვების სტრატეგიები; ბავშვის პორტფოლიოს შედგენა; კეთილდღეობა, უსაფრთხო გარემოს პრინციპები; ადრეული ინკლუზიური განათლების პრინციპები; მშობლის ჩართვის სტრატეგიები; აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტის სტრუქტურა და სხვა.

✅  11 ნოემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცვნენ:  აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე და პროგრამის კოორდინატორი - ანა ლამპარაძე.

✅ ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.