ქედაში დასრულდა სკოლამდელი განათლების ტრენინგი - „ბავშვის განვითარება“

✅ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი (ბათუმის მასწავლებლის სახლი) აგრძელებს ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგებს.

✅ 2022 წლის 11-13 და  18-20 ნოემბერს ქედის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებისათვის დაიგეგმა ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის მე-2 ტრენინგ-მოდული: „ბავშვის განვითარება“. 

✅ ტრენინგ-მოდული ჩატარდა „ზუმის“ პლატფორმაზე. ის მოიცავს 18 საკონტაქტო და 30 არასაკონტაქტო საათს. მისი ხანგრძლივობა არის 6 დღე, დღეში 3 საათი.

✅ ონლაინ ტრენინგს ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - რიტა ნაკაშიძე.

✅  მეორე მოდულის თემატიკაა: საგანმანათლებლო პროცესი საბავშვო ბაღში; თამაში, როგორც საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების მთავარი საშუალება; თამაშის ტიპები; აღმზრდელის როლის განსაზღვრა საგანმანათლებლო პროცესში; პოზიტიური დისციპლინა; მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკა; ტრანზიციისა და რუტინის როლი; საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა; საგანმანათლებლო პროცესის შეფასება.

✅  20 ნოემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით -  ლალი ლომთათიძე.

✅ ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამის ტრენინგები ეტაპობრივად დაიგეგმება და ჩატარდება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებისათვის.