ინკლუზიური განათლების ტრენინგები ქობულეთსა და ხელვაჩაურში

✅   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის განათლების ფონდი/ ბათუმის მასწავლებლის სახლი ატარებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ტრენინგს, რომელიც დახმარებას გაუწევს საჯარო და კერძო სკოლების  სპეციალურ მასწავლებლებსა და კლასის ხელმძღვანელებს სსსმ მოსწავლეებთან სწავლების მეთოდიკაში ცვლილებებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენაში.

✅  2022 წლის 11-21 ნოემბერს, ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და ჩატარდა ინკლუზიური განათლების ტრენინგები ქობულეთისა და ხელვაჩაურის სკოლების სპეც. მასწავლებლებისა და კლასის დამრიგებლების ორი ჯგუფისათვის.

✅  მოდულს: „ინდივიდუალური სასწავლო გეგმა“ ატარებდნენ ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერები: ლელა თავდგირიძე და ინგა ზარანდია. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 7 სესია, (მათ შორის 1-6 დღე - 3 საათი, მე-7 დღე - 2 საათი).

✅  ტრენინგ-მოდულის მიზნებია: მონაწილეებმა განივითარონ კომპეტენცია, რომლის საფუძველზე შეძლებენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. საგნის პედაგოგები ტრენინგით მიიღებენ ინფორმაციას მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპების შესახებ, მათ შორის მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის შეფასების, მიზნების დასახვის, კომპლექსური დავალების ადაპტირებისა და შეფასების შესახებ.

✅  ტრენინგ-მოდულის ბოლოს მისაღწევი შედეგები: მონაწილეებს შეუძლიათ:

• მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კომპონენტების განსაზღვრა და მათზე დაყრდნობით სსსმ მოსწავლისთვის მიზნების ფორმულირება;

• მოსწავლის ცოდნის აქტუალური დონის შეფასება; 

• კომპლექსური დავალებების ადაპტირება სწავლა-სწავლების ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებით;

• სსსმ მოსწავლის სწავლა-სწავლების პროცესში განმავითარებელი შეფასების წარმოება.

 მონაწილეთა შეფასების პირობები:

იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან  მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

  • დაესწროს ტრენინგის 90%-ს;
  • წარმოადგინოს შესრულებული დავალება 70%; (მაქს ქულა 10; მინ. ქულა 7)

✅  20 ნოემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო: დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით- ლალი ლომთათიძე.