გრძელდება ტრენინგი რუსული ენის უფროსი მასწავლებლებისათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის 12-21 ნოემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი რუსული, როგორც უცხოური ენის მოქმედი უფროსი მასწავლებლების მეორე ჯგუფისათვის.
➡️ ტრენინგ-მოდულს: „ონლაინ-ინსტრუმენტების გამოყენება რუსული ენის გაკვეთილზე უფროსი მასწავლებლებისათვის “ ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლალი მსხილაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
➡️ ტრენინგ-კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ:
• საგაკვეთილო პროცესში ონლაინ-რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს;
• სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების და VEB2 ინსტრუმენტების ელ-სერვისის გამოყენებას;
• თემის/გაკვეთილის დაგეგმვას ონლაინ რესურსების გამოყენებით.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
• რუსულის, როგორც უცხოური ენის გაკვეთილზე ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად;
გაეცნობიან და დაგეგმავენ თემას/გაკვეთილს შემდეგი პროგრამების გამოყენებით:
• Book Creator - საგანმანათლებლო პროგრამა
• www. goconqr.com - საიტი
• Makebeliefscomix
• Thinglink - ინტერაქტიული ინფოგრაფიკის/ინტერაქტიული პლაკატების შექმნის ინსტრუმენტი
• Timelinely
➡️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
• დაესწროს ტრენინგის 70%-ს, მინიმუმ 7 სესიას;
• გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.
➡️ 15 ნოემბერს ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო მიმართულების კოორდინატორი - სოფო თენიეშვილი.