გრძელდება ტრენინგი რუსული ენის უფროსი მასწავლებლებისათვის

➡️ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი აგრძელებს ტრენინგებს საჯარო და კერძო სკოლების სტატუსიანი მასწავლებლებისათვის.
➡️ 2022 წლის  12-21 ნოემბერს ბათუმის მასწავლებლის სახლში დაიგეგმა და TEAMS-ის პლატფორმაზე ჩატარდა ვებინარული ტრენინგი რუსული, როგორც უცხოური ენის მოქმედი უფროსი მასწავლებლების მეორე ჯგუფისათვის.

 ➡️ ტრენინგ-მოდულს: ონლაინ-ინსტრუმენტების გამოყენება რუსული ენის გაკვეთილზე უფროსი მასწავლებლებისათვის  ატარებდა ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი - ლალი მსხილაძე. ტრენინგ-მოდულის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 20 საკონტაქტო საათი, 10 სესია, ერთი სესია - 2 საათი.
ტრენინგ-კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ:
• საგაკვეთილო პროცესში ონლაინ-რესურსების გამოყენების შესაძლებლობებს; 
• სწავლა-სწავლების პროცესში  სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების და VEB2 ინსტრუმენტების ელ-სერვისის გამოყენებას; 
• თემის/გაკვეთილის დაგეგმვას ონლაინ რესურსების გამოყენებით.
➡️ ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
რუსულის, როგორც უცხოური ენის გაკვეთილზე ციფრული რესურსების შექმნასა და გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად;
გაეცნობიან და დაგეგმავენ თემას/გაკვეთილს შემდეგი პროგრამების გამოყენებით:
Book Creator - საგანმანათლებლო პროგრამა
www. goconqr.com  - საიტი
Makebeliefscomix 
Thinglink  - ინტერაქტიული ინფოგრაფიკის/ინტერაქტიული პლაკატების შექმნის  ინსტრუმენტი
Timelinely 
️ იმისათვის, რომ მონაწილეს წარმატებით გავლილად ჩაეთვალოს ტრენინგი, მან მოდულის დასრულებისას უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
დაესწროს ტრენინგის 70%-, მინიმუმ 7 სესიას;
გადალახოს სატრენინგო შეფასების მინიმალური ზღვარი - 60%.

➡️ 15 ნოემბერს  ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო მიმართულების კოორდინატორი - სოფო თენიეშვილი.